კომპანია Samsung-ის ახალი სმარტფონები Galaxy S9 და Galaxy S9+ ბაზარზე მომავალ თვეში გამოჩნდება.
ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. კერძოდ, კომპანია თავისი ფლაგმანების წარდგენას 25 თებერვალს ბარსელონაში დაგეგმილ მსოფლიო კონგრესზე გეგმავს. საცალო ქსელში კი ტელეფონები სავარაუდოდ, მარტში გამოჩნდება.
რაც შეეხება ღირებულებას, ტელეფონების ფასი ოფიციალურად ჯერჯერობით არ გაჟღერებულა, თუმცა სავარაუდო ფასი Samsung Galaxy S9-ს შემთხვევაში 689 ევრო იქნება, ხოლო Galaxy S9+ 779 ევრო ეღირება.