ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ევროს კურსი 3.1049 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0667 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0382 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება 1 აშშ დოლარს, მისი ოფიციალური ღირებულება 2.5616 ლარი გახდა. მაშინ როცა, დღეს მოქმედი კურსი, 2.5671 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0055 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.