ქართული კრიპტოვალუტა Golden Fleece

Golden Fleece არის ქართული კრიპტოვალუტა, რომელიც ERC20 პლატფორმის ბაზაზეა დაფუძნებული.

Bitcoin PR Buzz-ის ინფორმაციით, ქართული კრიპტოვალუტა, 2017 წლის 5 ნოემბერს თბილისში გამოჩნდა და როგორც ჩანს, მას არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ მსოფლიო გავლენებიც ექნება.

Golden Fleece-ს 40 მილიონი დოლარით ზრდას უწინასწარმეტყველებენ, რის მეშვეობითაც, როგორც ვებგვერდი იუწყება, დაფინანსდება მონაცემთა ცენტრის მშენებლობა, ეს კი გაზრდის შესაძლებლობას, რომ აღნიშნული კრიპტოვალუტა უფრო კონკურენტუნარიანი და მომგებიანი გახდეს.

40 მილიონი დოლარის გამოყენება მოხდება იმისთვის, რომ Mining Rig-ის შექმნა განხორციელდეს (სისტემა, რომელიც კრიპტოვალუტის ბლოკჩეინში ტრანზაქციებს დაამატებს და ამავდროულად, არსებულ სისტემაში ახალ კრიპტოვალუტას გახსნის). Bitcoin PR Buzz-ის ინფორმაციით, პირველ წელს Golden Fleece-სგან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 12 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც ვებგვერდი იუწყება, საპილოტე Mining მონაცემთა ცენტრისთვის 400 000$-ის ინვესტირება უკვე განხორციელდა, რომელიც ნაწინასწარმეტყველებ 7%-ს შემოსავლის სახით კიდევ უფრო გაზრდის.

წყარო: ALLNEWS.GE