Facebook-ი აქამდე განხორციელებულ ცვლილებათა შორის ყველაზე მასშტაბურ ცვლილებებს გეგმავს.
კომპანიის გადაწყვეტილებით, "ნიუს ფიდი" ისე უნდა შეიცვალოს, რომ ის თითოეული მომხმარებლისთვის გაცილებით აზრიანი და საინტერესო გახდეს. პრაქტიკულად რომ განვიხილოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელი გაცილებით მეტი სიხშირითა და რაოდენობით ნახავს იმ ადამიანების პოსტებს, რომლებსაც რეალურად იცნობს. დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მომხარებელი "ნიუს ფიდში" უკვე ნაკლებად შეხვდება მედია ორგანიზაციებისა და იმ ცნობილი ადამიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიმდევარიც არის.
"სავარაუდოდ, კომპანიას იმ რეალობის გამოსწორებაც სურს, რომლის მიხედვითაც, მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში საკუთარი თავის შესახებ ნაკლები ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს. თუ მომხმარებელი აღარ აზიარებს ინფორმაციას საკუთარი თავის შესახებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთებს აღარ შეუძლიათ სათანადო მონაცემების მიღება მომხმარებელზე. Facebook-ის შემოსავალი კი მთლიანად რეკლამასა და რეკლამის დამკვეთებაზეა დამოკიდებული"- ვკითხულობთ "ინდეფენდენთის" სტატიაში.
როგორც ჩანს, Facebook-მა აღნიშნული ცვლილებები იმ კრიტიკის გამოც დაგეგმა, რომლის მიხედვითაც, სოციალურ მედიას შეუძლია ადამიანები დეპრესიაში ჩააგდოს და მათი იზოლაცია გამოიწვიოს. კომპანიამ აღნიშნული კრიტიკა მიიღო და განმარტა, რომ სიახლეების განხორციელების შემდეგ Facebook-ი გაცილებით პოზიტიური ადგილი გახდება. იხილეთ გაგრძელება