დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკას არ სჭირდება მიგრანტები „ბინძური ხვრელებიდან“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სენატორებთან გამართულ შეხვედრაზე, სადაც როგორც ირკვევა, სენატორები მასთან საიმიგრაციო პოლიტიკის კომპრომისულ ვარიანტს განიხილავდნენ , განაცხადა, რომ ამერიკას არ სჭრირდება მიგრანტები „ბინძური ხვრელებიდან“.

როგორც გამოცემა Politico წერს, სენატორები პრეზიდენტთან კონკრეტულად ჰაიტიდან, სალვადორიდან და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან მიგრაციის პოლიტიკის კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობდნენ, რა დროსაც პრეზიდენტს მკვეთრი რეაქცია ჰქონდა.

„რად გვინდა ეს ხალხი, რომლებიც ბინძური ხვრელებიდან მოდიან“ - მოჰყავს გამოცემას პრეზიდენტის სიტყვები და დასძენს, რომ პრეზიდენტის განცხადებით ამერიკამ მიგრანტები უნდა მიიღოს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა მაგალითად, ნორვეგია. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ნორვეგიის პრემიერ მინისტრ, ერნო სოლბერტს თეთრ სახლში ოთხშაბათს შეხვდა.

თეთრი სახლი პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას არ უარყოფს. ადმინისტრაციის წარმომადგენლის, რაჯ შაჰის განცხადებით, „ზოგიერთი პოლიტიკოსი ვაშინგტონში სხვა ქვეყნების ინტერესებისთვის იბრძვის, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის იბრძოლებს ამერიკელი ხალხისთვის“.

შეგახსენებთ, საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო მისი საარჩევნო კამპანიისას და დღემდე რჩება მისი ადმინისტრაციის პრიორიტეტად.

კოკა კვირკველია