დიდ ბრიტანეთში უცხოელი სტუდენტების შენატანს ქვეყნის ეკონომიკაში მაღალი შეფასება მისცეს

უცხოელი სტუდენტების მიერ ბრიტანულ ეკონომიკაში შეტანილი თანხები ათჯერ აღემატება დანახარჯებს, რომელსაც ქვეყანა გასცემს, როცა მათ საკუთარ ქვეყანაში იღებს. ამის შესახებ მოწმობს მონაცემები, რომელიც საკონსულტაციო კომპანია London Economics-მა გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარდა „ბრიტანეთის უმაღლესი განათლების პოლიტიკის“ (Higher Education Policy Institute, HEPI) დაკვეთით.

ანგარიშის თანახმად ირკვევა, რომ უცხოელი სტუდენტების მიერ ბრიტანეთის ეკონომიკაში შენატანი დაახლოებით 22,6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (30,5 მილიარდ დოლარს) შეადგენს. მასში შესულია სწავლის საფასური, საცხოვრებელი და სხვა ხარჯები, რომელსაც ისინი ხარჯავენ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ სწავლის განმავლობაში.

თავად ბრიტანეთის დანახარჯები კი უცხოელი სტუდენტების მიღებაზე მხოლოდ 2,3 მილიარდი გირვანქაა.

კვლევისას კომპანია London Economics-მა შეისწავლა 2015-2016 წლებში ბრიტანეთში სასწავლებლად ჩასული 231 ათასი სტუდენტის მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ამ ნაკადში ყველაზე დიდი წილი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, მათი რიცხვი 58,960-ია, ხოლო 172,105 სხვა ქვეყნებზე მოდის, მათ შორის ყველაზე მეტი სტუდენტი იყო ჩინეთიდან.

კოკა კვირკველია