წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე საახალწლოდ პრემიის სახით 130 100 ლარი გაიცა.
მუნიციპალიტეტის მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში თანამდებობის პირებზე გაცემულია 19 900 ლარის ოდენობით პრემია. ერთი თვის ხელფასის ოდენობის თანხა 12-მა თანამდებობის პირმა (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებმა და მერის მოადგილემ) მიიღო.
ჯამში 2017 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაცემული პრემიების თანხა 150 515 ლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით, პრემია 20 415 ლარი წლის განმავლობაში ინდივიდუალურად, დამსახურებისა და ზეგანაკვეთური მუშაობის შესრულებისთვის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ 38 საჯარო მოხელეზე გაიცა.