ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაცია OAG-იმ, 2017 წლის ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანია დაასახელა. აღნიშნული წოდება ლატვიურ ავიაკომპანიას airBaltic-ს ერგო.
როგორც კვლევაში წერია, 2017 წელს airBaltic-მა საკუთარი რეისების 90,01% ვადებში შეასრულა, რაც გულისხმობს მაქსიმუმ 15 წუთიან დაყოვნებას. რეიტინგის პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ Hong Kong Airlines (88,83%) და Hawaiian Airlines (87,24%).
კვლევაში მოყვანილი იყო მსოფლიოს 250 უმსხვილესი ავიაკომპანიის მონაცემი, რომლებმაც ჯამში წლის განმავლობაში 30 ათასი ფრენა განახორციელეს.
რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდნენ Copa Airlines (86,39), Qantas Airways (86,18%), Japan Airlines (85,27%), Vueling Airlines (85,25%), Jetstar Asia (85,08%), Skymark Airlines (85%) და Aer Lingus (84,46%).
OAG-მ ასევე გამოაქვეყნა პუნქტუალობის რეიტინგი 20 ავიაკომპანიას შორისაც, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი ავიარეისი განახორციელეს. ამ შემთხვევაში ლიდერები გახდნენ იაპონური ავიაკომპანიები Japan Airlines და All Nippon Airways (83,81%), ასევე ამერიკული Delta Air Lines (82,76%).
ორგანიზაციამ წლის ყველაზე ხშირი ავიარეისების რეიტინგიც გამოაქვეყანა. კვლევაში წერია, რომ ყველაზე გადატვირთული ავიარეისი იყო ტაიბეი-ჰონკონგის რეისი, რომელიც გასულ წელს 29,494-ჯერ შესრულდა. ამის შემდეგ მოდიან ავიარეისები კუალა-ლუმპური-სინგაპური 29,383-ჯერ, და ჯაკარტა-სინგაპური 26,872-ჯერ. OAG, ეს გახლავთ კვლევითი ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ინფორმაციას მოგზაურობის სიზუსტეზე. მას აქვს მსოფლიოში უმსხვილესი მონაცემთა ბაზა ავიაციის სფეროში.
კოკა კვირკველია