გასული წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალმა 13,420 მილიარდ ლარს (5,177 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.
საქართველოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA -ს მიმართ ქვეყნის ვალი 31 დეკემბრის მდგომარეობით 3,012 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; IBRD-ის მიმართ კი სახელმწიფოს ვალი 1,939 მილიარდ ლარზე მეტია.
ცნობისთვის, 30 ნოემბრის მდგომარეობით, საგარეო ვალი 13.784 მილიარდი ლარი (5,063 მილიარდ დოლარზე მეტი) იყო.