თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს რამდენიმე ფუნქცია დაემატება.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილება იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ასევე, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებასა და ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.
მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის პრეზენტაცია დედაქალაქის მთავრობამ დღეს გამართა.