თბილისის არქიტექტურის სამსახურს ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა.
დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება, რომლის ძირითადი მიმართულება ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება.
როგორც მერიაში განმარტავენ, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.
დღეს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ მერიის სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა.