ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის ივლისში დააკავეს.