ეკატერინე მიქაბაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ ეკატერინე მიქაბაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ფინანსთა სამინისტროს მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ეკატერინე მიქაბაძე ასევე მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. გარდა ამისა, ის ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.

ეკატერინე მიქაბაძეს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი იაპონიაში, ტოკიოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მიენიჭა.