გასული წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2.2 ლარით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 173.5 ლარს შეადგენდა. ნოემბერში კი აღნიშნული მაჩვენებელი 175.7 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 11.9 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2016 წლის დეკემბერში იგივე მონაცემი 161.6 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, დეკემბერში 2 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი. კერძოდ, წინა თვეში ეს მონაცემი 153.7 ლარი; ხოლო 2017 წლის ნოემბერში 155.7 ლარი იყო.
რაც შეეხება საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმს, დეკემბერში ის ნოემბერთან შედარებით, 3.8 ლარით შემცირდა და 291 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის დეკემბრის მონაცემთან შედარებით, 20 ლარით არის გაზრდილი.
ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი დეკემბერში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი -153.7 ლარი; ორსულიანი ოჯახი - 245.9 ლარი, სამსულიანი ოჯახი - 276.6 ლარი; ოთხსულიანი ოჯახი - 307.3 ლარი; ხუთსულიანი ოჯახი - 345.7 ლარი; ექვსსულიანი ოჯახი - 408.7 ლარი.