საუდის არაბეთში 35 წლის მანძილზე პირველად კინოთეატრში ფილმის ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ჟურნალი Newsweek იუწყება.
კინოთეატრების მუშაობაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ პირველი ფილმი 2017 წლის ანიმაცია „ემოჯი ფილმი“ ნახეს.
Newsweek-ის ინფორმაციით, კინოთეატრში მისულებმა არა მხოლოდ ფილმის ნახვა, არამედ პოპკორნის ყიდვაც შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ კინოთეატრები საუდის არაბეთში 1980-იანი წლების დასაწყისში აკრძალეს. კინოს სანახავად საუდელები მეზობელ ბაჰრეინში დადიოდნენ.