შეძლებენ თუ არა რუსეთი და ჩინეთი ამერიკის ეკონომიკის შევიწროებას?

ჩინურმა ინტერნეტ პორტალმა, Sohu-მ განმარტა თუ რა გზით შეძლებენ რუსეთი და ჩინეთი ამერიკის შევიწროებას გლობალურ ეკონომიკაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მთელი რიგი ქვეყნები აქტიურად ცდილობენ იპოვონ დოლარის, როგორც სარეზერვე ვალუტის ალტერნატივა. მაგალითისთვის მოსკოვმა და პეკინმა ნავთობით ვაჭრობაში დოლარზე უარი თქვეს, ასევე ზრდიან ოქროს მარაგებს, რათა დოლარის გაუფასურებისგან დაზღვეულები იყვნენ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის რუსეთი და ჩინეთი ერთად აღებული ფლობენ კეთილშობილი მეტალის 3670 ტონას. ჩინური ვებგევრდის, BWChinese-ის ინფორმაციით, აშშ ამ დროისთვის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა ოქროს მარაგებით (8133,5 ტონა). თავის მხრივ რუსეთი და ჩინეთი კი ამ რეიტინგში მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე არიან 1842,6 და1828,6 ტონით თითოეული. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით ჩინეთსა და რუსეთს შეუძლიათ ფლობდნენ უფრო მეტ ძვირფას მეტალს, რადგან არსებობს უამრავი არხი მათი შეძენისთვის. შედეგად კი ორივე ქვეყნის მარაგი ჯამსი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ამერიკისა, რაც თავის მხრივ უხერხულ ვითარებაში ჩააგდებს დოლარს და ასევე შეუძლია შეავიწროვოს ვაშინგტონის პოზიციები მსოლფიო ეკონომიკაში.

აღსანიშნავია, რომ ამ გამოცემებიდან არცერთი არ წერს თუ რატომ და როგორ უნდა მოხდეს ამ ორი ქვეყნის ოქროს მარაგების გაერთიანება და მათი ერთიანად წარმოდგენა მსოფლიო ბაზარზე.

შესაბამისად ამერიკის ეკონომიკას და დოლარს უახლოეს მომავალში ამ გზით რეალური საფრთხე არ ემუქრება.

კოკა კვირკველია