დოლორეს ორიორდანის გარდაცვალების შემდეგ The Cranberries-ის ალბომების გაყიდვები გაიზარდა

ჯგუფ The Cranberries-ის სოლისტის, დოლორეს ორიორდანის გარდაცვალების შემდეგ, ჯგუფის ალბომების გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა.

როგორც Amazon-ის მაჩვენებლებზე დაყრდნობით გამცოემა TMZ წერს, აღინიშნება გაყიდვების მნიშვმნელოვანი ზრდა ჯგუფის ყველა ალბომეზე. მათგან ყველაზე მეტით 913350%-ით არის გაზრდილი ალბომ Something Else-ის გაყიდვები, Are You Listening-ის გაყიდვები გაიზარდა 147552%-ით, Everybody Else is Doing It 107520%-ით, To the Faithful Departed 93781%-ით, ხოლო Wake Up and Smell the Coffee-ის გაყიდვები 77096%-ით.

მეორე მსხვილი ონლაინ მუსიკის გაყიდვების კომპანიის, iTunes-ის ალბომების ტოპათეულში The Cranberries მესამე, მეექსვე, მეშვიდე და მეათე ადგილებს იკავებს.

შეგახსენებთ, დოლორეს ორიორდანი გუშინ 47 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა, მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.

მომღერალი ლონდონში ხმის ჩამწერ სტუდიაში ახალ მასალაზე მუშაობდა. ის ჯგუფს 1990 წელს შეუერთდა, ხოლო სოლო კარიერა 2003 წელს წამოიწყო. მომღერალმა ჯგუფთან ერთად შვიდი ალბომი გამოსცა, რომელთა გაყიდვები რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს, ხოლო მომღერლის სოლო კარიერა ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა.

კოკა კვირკველია