NDI-ის კვლევის თანახმად, კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს - გზებია.
კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 33% ამბობს, რომ კეთილმოწყობასთან/ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მის ქალაქს/სოფელს აწუხებს, არის გზები; 23%-ისთვის ეს არის გარემოს დაბინძურება; 22%-ისთვის - წყლით მომარაგება; 17%-ისთვის - საზოგადოებრივი ტრანსპორტი; ასევე, 17%-ისთვის საგზაო მოძრაობა.
კონკრეტულად თბილისს რაც შეეხება, გამოკითხულთა უმრავლესობა, 42% ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დედაქალაქს აწუხებს, გარემოს დაბინძურებაა; 34%-ის თქმით, ასეთი საკითხია საგზაო მოძრაობა; 33%-ის აზრით - საზოგადოებრივი ტრანსპორტი; 26%-ისთვის - პარკირება; 24%-ისთვის კი - პარკები და გამწვანება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.