ქვეყნები, რომლებიც 2018 წელს აუცილებლად უნდა ვნახოთ - გამოცემა Guardian-მა მთელ მსოფლიოში “40 ზღაპრული მიმართულების” სია შეადგინა, სადაც შეხვდებით როგორც კულტურულ ღირშესანიშნაობებს, ასევე პალმის ფერად პლაჟებსა და შორეულ უდაბნოებს.
2018 წელს მოსანახულებელ ქვეყნებს შორის საქართველო, კერძოდ, თბილისიც მოხვდა. როგორც გამოცემა წერს, თბილისში 2011 წელს ნამდვილი რევოლუცია მოხდა, როდესაც ახალგაზრდა შეფმზარეულმა, მერიკო გუბელაძემ რესტორანი „შავი ლომი“ გახსნა.
რაც შეეხება ღამის ცხოვრებას, ტექნოლოგიურ კლუბებს „ბასიანსა“ და „ხიდს“ თბილისის ღამის ცხოვრებაში წამყვანი ადგილი უკავია.
როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ წელს, ლონდინი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისებიც დაინიშნა.
„გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოს გარდა ასევე შევიდა ისლანდიის ქალაქი აკურეირი, სადაც „სამეფო კარის თამაშების“ ნაწილია გადაღებული. „გარდიანმა“ ასევე გამოარჩია სიცილიის ქალაქი პალერმო, რუსეთის ქალაქები - მოსკოვი, პეტერბურგი და უძველესი ნიჟნი ნოვგოროდი, საბერძნეთი თავისი კუნძულებით, ბელგიაში მდებარე პირველი მსოფლიო ომის მემორიალი Flander-ი, სადაც გაზაფხულზე 600 ათასი ხელნაკეთი ფიგურის გამოფენა გაიმართება, ასევე სიყვარულის ქალაქი - პარიზი, სადაც ზაფხულში სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
ვისაც კულტურული ღონისძიებები იზიდავს, გამოცემა აქცენტს აკეთებს მალტის დედაქალაქ ვალეტზე და ამსტერდამზე, სადაც ზაფხულში მსოფლიოში ყველაზე დიდი ქუჩის ხელოვნების მუზეუმი გაიხსნება. ბრატისლავაში კი 2018 წლის ოქტომბერში მუსიკის ფესტივალი ჩატარდება.
ზღვისა და მთის მოყვარულებს „გარდიანი“ საფრანგეთის კუნძულ კორსიკას სთავაზობს, ასევე ჩილეს თვისი ცნობილი ეროვნული პარკი Torres del Paine-ით.
ცხელი ჰავისა და უდაბნოების მოყვარულებს გამოცემა ურჩევს სამხრეთ აფრიკას, ქაიროს, მაროკოს კულტურულ ქალაქ ფეზს და მონღოლეთს.
იხილეთ იმ 40 ქვეყნის ფოტოგალერეა, რომელსაც მოგზაურობისთვის „გარდიანი“ გირჩევთ.