"ბიზნესპრესნიუსის" გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 41.9%-ს საახალწლო სამზადისი 300 ლარამდე დაუჯდა

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 41.9%-ის თქმით, საახალწლო სამზადისი 300 ლარამდე დაუჯდა. გამოკითხვაში მონაწილეთა 26.3% ამბობს, რომ მათი ახალი წლის ხარჯები 300-დან 500 ლარამდე მერყეობდა. ხოლო 18.1%-ის თქმით, მათი ხარჯი 500-დან 1000 ლარამდეა. 13.8 %-ის თქმით, ახალი წლის სამზადისის ხარჯები 1000 ლარის ზემოთ იყო.

გამოკითხვა საიტზე 25 დეკემბრიდან 2018 წლის 16 იანვრამდე მიმდინარეობდა.