თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში საახალწლოდ პრემიის სახით მხოლოდ 16 020 ლარი გაიცა. მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 153 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ ხელფასის 15% შეადგინა.
პრემია არ მიუღიათ მერს, მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გასულ წელს პრემია მხოლოდ ერთხელ, საახალწლოდ გაიცა. მუნიციპალიტეტს ასევე არ გაუცია სახელფასო დანამატი.