„აირზენა“ 7 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენებს

ავიაკომპანია Georgian Airways-მა ახალ მიმართულებებზე ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ბრატისლავას, ბერლინის, ბარსელონას, ბრიუსელის, ბოლონიას, კიოლნის და პარიზის მიმართულებებით მიენიჭა.

კომპანია ფრენებს მიმდინარე წლის 25 მარტიდან შეასრულებს.

რაც შეეხება განრიგს, თბილისი-ბრატისლავა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს; თბილისი-ბერლინი-თბილისი, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს; თბილისი-ბარსელონა-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას; თბილისი-ბრიუსელი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას; თბილისი-ბოლონია-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-კიოლნი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება,“-ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ფრენები Boeing B737, Embraer E190 და Bombardier CL600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.