2017 წელს საქართველოში საშუალო სეგმენტის ექვსი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო გაიხსნა. ამის შესახებ „გალტ&თაგარტის“ კვლევაშია ნათქვამი.
აქედან მხოლოდ ერთი - 3-ვარსკვლავიანი Ibis Styles -ი, გაიხსნა თბილისში. ბათუმში გაიხსნა 5-ვარსკვლავიანი Wyndham Hotel და 4-ვარსკვლავიანი Best Western Plus-ი. 4-ვარსკვლავიანი Golden Tulip კი ბორჯომში არსებულ საერთაშორისო სასტუმროების რიცხვს დაემატა. ამასთან, პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმროები გაიხსნა ქუთაისსა და ბაკურიანში. კერძოდ, 3-ვარსკვლავიანი Best Western ქუთაისში 45-ოთახით და 4-ვარსკვლავიანი Best Western Plus ბაკურიანში 70 ოთახით,“-ვკითხულობთ კვლევაში.
„გალტ&თაგარტის“ ექვსი სასტუმროს გახსნით საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ბაზარს ჯამში, 447 ოთახი შეემატა.
ამჟამად, საქართველოში ჯამურად 3,346 ოთახით 25 საერთაშორისო სასტუმრო ფუნქციონირებს.