საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა საქართველოში გრაფიკს ჩამორჩება

„გალტ&თაგარტის“ კვლევის თანახმად, საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მშენებლობა საქართველოში გრაფიკს ჩამორჩება.

მათი ცნობით, 2016-2018 წლის დაგეგმილი პროექტების სიაში მყოფი 27 საერთაშორისო ბრენდული სასტუმროდან, (იხილეთ ჩვენი 2016 წლის ივნისის ანგარიში, Shifting Into High Gear), მხოლოდ ოთხი დასრულდა, სამი პროექტი კი გაუქმდა.

რაც შეეხება დარჩენილ 20 პროექტს, დაგეგმილ ვადებში მათგან მხოლოდ ოთხის დასრულებაა მოსალოდნელი.

„პროექტების გადადება ძირითადად დაკავშირებულია რეგიონულ არასტაბილურობასთან, რომელსაც თან დაერთო ვალუტის კურსის რყევები. მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების ოთახების რიცხვი გაიზრდება 1,371 ოთახით თბილისში, 440 ოთახით ბათუმში და 706 ოთახით სხვა რეგიონებში 2018 წლის ბოლომდე. 2018-2020 წლის დაგეგმილი პროექტების განახლებული სიის თანახმად, 19 პროექტია დაგეგმილი თბილისში, 7 ბათუმში და 10 დანარჩენ რეგიონებში,“-ნათქვამია კვლევაში.