ხაშურში "გალფი" გაზგასამართ სადგურს გახსნის

კომპანია "გალფი" დღეს, ხაშურში რიგით მეოთხე გაზგასამართ სადგურს გახსნის.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, მომხმარებლები "გალფისგან" უფასოდ 10 კუბ გაზს მიიღებენ. უფასო გაზის აქცია 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

უახლოეს მომავალში "გალფის" მეხუთე გაზგასამართი სადგური ფოთში გაიხსნება.