სემეკი „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიდან (სემეკ) იუწყებიან, კომისია „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს, 18 იანვრის საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.
„პროექტის ფარგლებში, რომელიც პირველად ჩატარდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა“, – განაცხადეს აღნიშნულ კომისიაში.
მათივე ინფორმაციით, სემეკის სხდომა დღეს, 12:00 საათზე, დაიწყება, რომელსაც კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.