ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სავაჭრო ომი არ გამორიცხა.
ამის შესახებ მან სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ამავე ინტერვიუში მან არ გამორიცხა მისი ქვეყნის მხრიდან „ჩრდილო-ამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ზონის (NAFTA)“ დატოვება.
ტრამპის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ჩინეთთან სავაჭრო ომის დაწყების საჭიროება არ დადგება, „თუმცა თუ ის მაინც საჭირო გახდა, დაე მოხდეს“,- ამბობს ტრამპი. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლებაში ფიქრობენ „დიდ დანაკარგზე“, რომელიც შეიძლება წაუყენონ ჩინეთს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
უფრო ადრე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიან პინთან საუბრისას, მიუღებელი უწოდა იმ ძალიან დიდ სავაჭრო დეფიციტს, რომელიც ამერიკას აქვს ჩინეთთან.
მან ამავე ინტერვიუში ისიც თქვა, რომ ამერიკამ შესაძლოა დატოვოს NAFTA, თუმცა ამის შედეგად უკმაყოფილება ძალიან დიდი იქნება.
აშშ თავისუფალი ვაჭრობის ზონის აქტუალიზაციისთვის ორგანიზაციის მონაწილე ორ ქვეყანასთან, მექსიკასთან და კანადასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კანადელი ოფიციალური პირები კი შიშობენ, რომ შტატები ორგანიზაციის დატოვებას აპირებენ.
კოკა კვირკველია