Rolls-Royce საზღვაო დივიზიონის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ბრიტანული რეაქტიული ძრავების მწარმოებელი Rolls-Royce-ის განცხადებით, კომპანია გეგმავს მისი საზღვაო ბიზნესის გაყიდვას ან რესტრუქტურიზაციას, ნავთობისა და გაზის ბაზარზე მოთხოვნის შემცირების ფონზე.

როგორც ნავარაუდევია, საზღვაო დივიზიონის გაყიდვის ან რესტრუქტურიზაციის შემდეგ, ჰოლდინგის შემადგენლობაში დარჩება მხოლოდ სამოქალაქო ავიაციაზე, ასევე თავდაცვისა და ენერგეტიკული სისტემების მიმართულებებზე სპეციალიზირებული განყოფილებები.

კომპანიის საზღვაო დივიზიონი, რომლის შეფასებაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება, საზღვაო დანადგარებს აწარმოებს, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და გაზის მიმართულებით. ამ ბიზნესში ჩართულია 4,2 ათასი ადამიანი მსოფლიოს 34 ქვეყანაში, თუმცა, ყველაზე მეტი ადამიანის ბაზირება ხდება ნორვეგიაში.

Rolls-Royce-ი რესტრუქტურიზაციის ფარგლებში კომპანიის ეფექტურობის გაზრდას გეგმავს. ამ მიმართულებით ასევე დაგეგმილია 800 სამუშაო ადგილის შემცირება. როგორც ცნობილია, კომპანიის საზღვაო დივიზიონის მიმართულებამ წინა წლებში მნიშვნელოვნად იზარალა და ფინანსურმა დანაკარგებმა 4,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

კოკა კვირკველია