NDI-ს მიერ გამოკითხულთა 73%-ისთვის დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა შპს თბილისი სითის, მიუღებელია.
გამოკითხულთა 19 %-ისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღებია, ხოლო 6%-მა არ იცის.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, "შპს ოლდ სიტი დეველოპმენტს" თბილისის ცენტრში, პუშკინის სკვერის 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაეცა. აღნიშნულ ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" სასტუმროს ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს.
საკრებულომ გადაწყვეტილება ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. ხელისუფლების მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კომპანია ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და გადაწყვეტილების მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო.