ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 4.6%-ით იზრდებოდა.
ამის შესახებ ინფორმაცია საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ის კვლევაშია მოცემული.
მათივე ცნობით, ფასების კლება მხოლოდ 2012 წელს დაფიქსირდა. 2013 წლიდან კი ფასებმა ზრდა განაგრძო.
PMCG-ის კვლევის თანახმად, გასული წლის დეკემბერში 2007 წლის დეკემბერთან შედარებით ფასების დონე 44.8%-ით გაიზარდა.
„ამ პერიოდში ფასები ყველაზე მეტად - 90.4%-ით ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში გაიზარდა; ხოლო ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფებში ფასებმა 78%-ით მოიმატა. ფასების კლება ფიქსირდება ტანსაცმლის, ფეხსაცმლის (32%) და კავშირგაბმულობის ჯგუფებში (6.8%). ამასთან, საქართველოს ხუთ ყველაზე დიდ ქალაქში, მოსახლეობის მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად - 52.1%-ით გაიზარდა ქუთაისში, ხოლო ყველაზე ნაკლებად 36.8%-ით გორში,“-ნათქვამია კვლევაში.