ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 21 იანვარს დაიწყება.
როგორც ბათუმის ”დინამოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის სამშენებლო მოედნის მომზადების პროცესი უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, სამშენებლო სამუშაოები კი 21 იანვრიდან დაიწყება.
მშენებლობას შპს "ანაგი" აწარმოებს, რომელსაც სტადიონის ასაშენებლად 34 თვის ვადა აქვს მიცემული.