„ბიზნესინსაიდერი“ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაზე (OECD) დაყრდნობით იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც საცხოვრებლად ყველაზე კარგი პირობებია და შესაბამისად, ცხოვრების ყველაზე მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
8. ნიდერლანდები - მთელ მსოფლიოში წიგნიერების ყველაზე მაღალი დონე ნიდერლანდებშია.
7. შვედეთი - ეს ქვეყანა პოლიტიკაში მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. შვედეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის 86% მივიდა.
6. კანადა - ქვეყანა სახლის მოწყობის მაღალი სტანდარტით გამოირჩევა და ერთ მოსახლეზე საშუალოდ საცხოვრისის 2,5 ოთახი მოდის.
5. ამერიკის შეერთებული შტატები
- ქვეყანაში ოჯახის საშუალო შემოსავალი წელიწადში 41.355 დოლარია.4. ავსტრალია - ამ ქვეყანაში ძლიერი საზოგადოებაა. კვლევების მიხედვით, 92%-ს ერთმანეთის მიმართ მაღალი ნდობა აქვთ.
3. შვეიცარია - მსოფლიოში უმუშევართა ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შვეიცარიაშია. ქვეყანაში უმუშევრობა მხოლოდ 3,5%-ია.
2. ისლანდია - ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე სუფთა ხარისხის წყალი აქვს.
1. ნორვეგია - ქვეყანაში თითქმის ყველა სრულწლოვანი დასაქმებულია, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი 82 წელია. ნორვეგია ასევე გამოირჩევა განათლების მაღალი ხარისხით.