განახლებადი ენერგიის წყაროები გერმანიის ფედერაციის ელექტროენერგიის წარმოებაში სულ მალე ლიდერ პოზიციებს დაიკავებს.
უკვე დღეს, განახლებადი ენერგიის წყაროებს გერმანიაში უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, ვიდრე ატომურ ელექტროსადგურებსა და თბოსადგურებს.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ქვეყნის ფედერალური ენერგოკომპანიების გაერთიანების მონაცემებით, 2017 წელს განახლებად ენერგიაზე გერმანიის ენერგოწარმოების 33% მოდიოდა. 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 29% იყო. ამავდროულად მცირდება ქვანახშირისა და ნახშირისგან წარმოებული ენერგიის წილი 40%-დან 37%-მდე. ექსპერტების პროგნოზით, განახლებადი ენერგია უკვე 2018 წელს გახდება ლიდერი და ელექტროენერგიის მთავარი მიმწოდებელი ქვეყანაში. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ გერმანია 2022 წლისთვის ქვეყანაში მოქმედ ყველა ატომურ ელექტრო სადგურს დახურავს.
კოკა კვირკველია