გასული წლის ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები დაგეგმილზე მეტად შესრულდა.
კერძოდ, სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 9,750 მილიარდი (9 750 391.0 ათასი) ლარი შეადგინა, მაშინ როცა წლიური გეგმა 9,696 მილიარდი (9 696 160.0 ათასი) ლარი იყო.
ამასთან, სამსახურის ცნობით, ხარჯებმა გასულ წელს 9,327 მილიარდი (9 372 090.0 ათასი) ლარი შეადგინა. აღსანიშნავია რომ 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით ხარჯები 9,333 მილიარდი (9 333 356.0 ათასი) ლარი უნდა ყოფილიყო.
„საოპერაციო სალდომ შეადგინა 378 301.0 ათასი ლარი, წლიური გეგმა 362 804.0 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ცვლილების შესრულებამ შეადგინა 874 149.4 ათასი ლარი. მათ შორის: შესრულებამ არაფინანსური აქტივების კლების მუხლით 97 606.0 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების ზრდით - 971 755.5 ათასი ლარი. 2017 წლის იანვარ-დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ შეადგინა -495 848.4 ათასი ლარი (უარყოფითი), წლიური გეგმა -503 752.6 ათასი ლარი (უარყოფითი),“ - ნათქვამია სახაზინო სამსახურის ინფორმაციაში.