„ბიტკოინს ტოტალური კოლაფსი ელოდება, ხოლო მისი მკვეთრი ზრდა მახსენებს „ტიტების ციებ-ცხელებას“ - ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC -თან ინტერვიუში ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, რობერტ შილერმა განაცხადა.
ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ ბიტკოინს არ ექნება რეალური ღირებულება, ვიდრე საზოგადოება არ მივა ერთიან აზრამდე მის ღირებულებასთან დაკავშირებით. „სხვა აქტივებს მაგალითად, ოქროს, აქვს ღირებულება მიუხედავად იმისა, ადამიანები მას განიხილავენ თუ არა საინვესტიციოდ“, - აცხადებს ექსპერტი.
„ვითარება მაგონებს „ტიტების მანიას“ ნიდერლანდებში 1640 -იან წლებში. ჩვენ დღემდე ვიხდით ტიტებისთვის და ზოგჯერ ბევრსაც. ბიტკოინი შესაძლოა დაიქცეს და მას ყველა დაივიწყებს, ეს საკმაოდ რეალურია. თუმცა მანამდე შესაძლოა, დიდი დრო გავიდეს , 100 წელიც კი“ - აცხადებს შილერი.
„ტიტების მანია“ ჰქვია იმ აჟიოტაჟს, რომელიც ტიტების ბოლქვების ირგვლივ 1636-1637 წლებში ნიდერლანდებში შეიქმნა და ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა.
რობერტ შილერი 2013 წლის ნობელის ლაურეატია ეკონომიკის დარგში, რომელსაც პრესტიჟული ჯილდო აქტივების ფასის ემპირიული ანალიზისთვის გადაეცა. მას დიდი პოპულარობა მოუტანა წიგნმა სახელწოდებით „ირაციონალური ოპტიმიზმი“, რომელიც ეკონომიკური „ბუშტების ბუნებას“ მიუძღვნა.
კოკა კვირკველია