თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დროებით დახურეს

საბიუჯეტო სახსრების სიმწირის გამო, ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკება დამთვალიერებლებისთვის დროებით დახურეს.

ამის შესახებ სამუზეუმო კომპლექსის „ტვიტერის“ გვერდზე წერია.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, „თავისუფლების ქანდაკება“ და კუნძული „ელისი“ დაიხურა ასიგნებების უკმარისობის გამო და ამ ეტაპზე უცნობია, როდის განაახლებენ ფუნქციონირებას.

შეგახსენებთ, ამერიკის სენატმა დროებითი სახელმწიფო ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა.

შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იქნება შესაძლებელი სახელმწიფო სექტორისთვის დაფინანსების აღდგენა. ბოლო ასეთი შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა და 16 დღე გაგრძელდა. საერთოდ კი ამერიკის ხელისუფლებამ მუშაობა ისტორიის მანძილზე 18-ჯერ შეწყვიტა.

კოკა კვირკველია