სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, გასულ წელს ექსპორტმა 2,728 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, თხილისა და სხვა კაკლის ექსპორტმა 2017 წელს 83,081 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 3% იყო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯგუფის ექსპორტი 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, 96,428 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2016 წელს 179,510 მილიონი დოლარი და მთელი ექსპორტის 8.5% იყო.
2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10,707 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.