თბილისის მერი კახა კალაძე, დაზარალებულ ბინათმესაკუთრეთა მიმართ თბილისის მერიის მოქმედ გეგმას აკრიტიკებს.
როგორც კახა კალაძემ „იბერიას“ ეთერში საუბრისას განაცხადა, არსებული გეგმით დაზარალებულები ხშირად ხდებიან ინვესტორების მძევლები და ამ მიმართულებით გეგმა შესაცვლელია. მისივე თქმით, ამ პრობლემაზე საუბარი მალე უნდა დასრულდეს და მერია დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს.
„არსებობს სქემა, რითაც თბილისის მერია მუშაობს დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან მიმართებაში. გამოყოფს კონკრეულ მიწის ფართობებს, შემდეგ ისინი ქმნიან ამხანაგობებს და ეძებენ ინვესტორებს. ძალიან ბევრი ქეისი მქონდა პირადად ჩემი მერობის პერიოდში, რომ ეს ადამიანები ხდებიან ინვესტორების მძევლები. შანტაჟი მიდის, თუ რა ფართი უნდა წაიღოს ინვესტორმა, რა დაზარალებულმა და ხშირ შემთხვევაში ინვესტორი ხდება მოგებული. ჩვენ გვინდა შევიმუშაოთ ისეთი გეგმა, რომ ამ ადამიანებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და სამუდამოდ დავამთავროთ ამ პრობლემაზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.