აშშ ბურღულეულის ექსპორტში კვლავ ლიდერია

აშშ ბურღულეულის ექსპორტში მსოფლიოს მასშტაბით კვლავ ნომერ პირველი ქვეყანაა. როგორც „ბურღულეულის საერთაშორისო საბჭოს“ 2017-2018 წლების დაგეგმილ პროგნოზში წერია, აშშ ამ ხნის განმავლობაში 80,3 მილიონი ტონა ბურღულეულის ექსპორტს მოახდენს, (აქედან კი 47,7 მილიონი მხოლოდ სიმინდზე მოდის).

რაც შეხება რეიტინგის მეორეადგილოსანს, ანგარიშის მიხედვით ამ პოზიციაზე რუსეთი გავიდა, რომელმაც მესამემდე ჩამოაქვეითა უკრაინა. რუსეთის დაგეგმილი ექსპორტი 1,7 ტონით 43,9 მილიონ ტონამდეა გაზრდილი, ხოლო უკრაინის ექსპორტი - 1,5 ტონით 41 მილიონამდე შემცირებული.

როგორც ბოლო მონაცემებიდან ირკვევა, სამეულს გამოეთიშა არგენტინა, რომელიც გასულ წელს აშშ-ს და უკრაინას შემდეგ მესამე ადგილზე იყო.

რაც შეეხება კონკრეტულ კულტურებს, სიმინდის უმსხვილესი ექსპორტიორი ამერიკაა, ხორბლის ექსპორტიორებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, ხოლო ბრინჯის ექსპორტში ლიდერი ინდოეთი გახლავთ.

კოკა კვირკველია