დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ვალდებულების დარღვევის გამო დაჯარიმდება

„დაგროვებითი“ საპენსიო სისტემის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

შეგახსენებთ, რომ სისტემის თანახმად, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულნი იქნებიან საპენსიო ფონდში დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის 2%-2% შეიტანონ.

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.

ცნობისთვის, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამქომედება 2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.