არასწორად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების ექსპლუატაციის გამო, წელს 10 ადამიანი გარდაიცვალა

მიმდინარე წელს, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლებისა და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციის გამო, გარდაცვლილია 10 ადამიანი, - ამის შესახებ  „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, 10-დან 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები.

InterPressNews.Ge„მიმდინარე წლის სტატისტიკით ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების და გაუმართავი საკვამლე მილების ექსპლუატაციით გამოწვეული უბედური შემთხვევების შედეგად გარდაცვლილია 10 ადამიანი. მათ შორის 3 შემთხვევაში, ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების საკვამლე მილებში აღმოჩნდა ჩიტის ბუდეები, რამაც გამოიწვია საკვამლე მილების დაგმანვა და ნამწვი აირის - CO-ს საცხოვრებელ ფართებში დაგროვება, რის შედეგადაც გარდაიცვალა 6 ადამიანი“, - აცხადებენ კომპანიაში.