Barclays-ი 19 ათას თანამშრომელს შეამცირებს

2014 წლის ბოლომდე ბანკის 14 ათასი თანამშრომელი გათავისუფლდება.

ბრიტანულმა ბანკმა Barclays-მა გადაწყვიტა, მსოფლიო მასტაბით თავისი 19 000 თანამშრომელი ეტაპობრივად შეამციროს. შესაბამისი გეგმა უკვე დამტკიცებულია. შემცირებული თანამშრომლების 70% ბრიტანეთზე მოდის.

2014 წლის ბოლომდე ბანკის 14 ათასი თანამშრომელი გათავისუფლდება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია 2015 წლისთვის ხარჯების 2.9 მლრდ დოლარით შემცირება.

პირველ ყოვლისა, შემცირებები შეეხებათ განყოფილებებს, რომლებიც საინვესტიციო პროექტებით არიან დაკავებულნი. ამ განყოფილებიდან შემცირდება 7 000 თანამშრომელი, რომელთაგან 2 ათასი, წლის ბოლომდე გასათავისუფლებელ 14 000 თანამშრომელში შედის. საინვესტიციო განყოფილების დარჩენილი 5000 თანამშრომელი კი სამუშაო ადგილს 2016 წლამდე დატოვებს.

მთლიანობაში 2016 წლამდე Barclays შეამცირებს 19 000 თანამშრომელს, რომელთაგან 10 ათასი დიდ ბრიტანეთში შემცირდება.

Barclays-ს საინვესტიციო განყოფილების მოგება ამ წლის პირველ კვარტალში 49%-ით შემცირდა. ხოლო, ვალუტის, ბონდების და ბირჟის საქონლის ვაჭრობისგან მიღებული შემოსავალი 41%-ით დაეცა.

ადრე ბანკი აცხადებდა, რომ კომპანიის ახალი სტრატეგიის მიხედვით, განზრახული იყო 12 ათასი თანამშრომლის გათავისუფლება.