თბილისში H&M-ის  მეორე მაღაზია გაიხსნება

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო სავაჭრო ბრენდი Hennes & Mauritz AB (H&M), საქართველოში მეორე მაღაზიის გახსნას აანონსებს.

მაღაზია მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში“ გაიხსნება. გახსნასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

H&M-ის პირველი მაღაზია საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. დღეს ეს ბრენდი მსოფლიოს 69 ქვეყანაში 4500-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.