ტაქსის მძღოლებს სავალდებულო რეგისტრაციის გავლა მოუწევთ

„სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე ვმუშაობთ, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს“.ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ამ მხრივ ეტაპობრივად გარკვეული სტანდარტების დამკვიდრება. ამჟამად სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია , იმისათვის, რომ ტაქსის სერვისის ეტაპობრივად ისე განვითარედეს, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს,“-განაცხადა კალაძემ.