თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოსაწყობად, ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, სატრანსპორტო კვანძის მოსაწყობად წინადადებების მიღება 3 თებერვალს დაიწყება და 8 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 901 669 ლარია.
ცნობისთვის, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტი დავით ნარმანიას მერობის პერიოდში შეჩერდა. როგორც დედაქალაქის ყოფილი მერი აცხადებდა, პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი 87 ხე- მცენარის შენარჩუნება იყო, რომლის მოჭრასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა.
თბილისის მოქმედი მერის განცხადებით კი ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა გაგრძელდება და იქ არსებული ხეები გადაირგვება.