პენსიის წინასწარ აღების შემთხვევაში არსებული საპროცენტო განაკვეთი, შესაძლოა, შემცირდეს.
როგორც პირველმა ვიცე- პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება პენსიონერების სასარგებლოდ გაუმჯობესდეს.
„ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მათ შორის, პენსიონერებს უნდა შეუმსუბუქდეს წნეხი, რომელიც მათ შეიძლება ჰქონდეთ იგივე სესხის აღების დროს. დღეს არსებობს გაფორმებული ხელშეკრულება ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის, სადაც პირობები არის გაწერილი, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ პენსიონერების სასარგებლოდ მოხდეს გარკვეული გაუმჯობესება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.