„დაგროვებითი პენსიის შესახებ პროექტის ამ წესით ამოქმედება ანტიკონსტიტუციურია“

სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„აი ზუსტად ამიტომ ანტიკონსტიტუციურია ამ გზით და წესით საპენსიო რეფორმის დაწყება. იდეის დისკრედიტაციაც მოხდება და რეფორმაც (გრძელვადიანი შედეგი) ჩაფლავდება. საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე თუკი მთავრობა მაინც ჯიუტად ამ გადაწყვეტილებას გაიტანს!

ვერ შეიფუთება, ეს არსებითად სწორედ გადასახადია, მისი ყველა ნიშნით!,“-წერს ალაფიშვილი.

საუბარია, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ შესახებ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც, დამსაქმებელი დაგროვებითი საპენსიო სისტემის ვალდებულების დარღვევის გამო დაჯარიმდება.

კერძოდ, პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საპენსიო სააგენტოში დასაქმებულისა და საკუთარი საპენსიო შენატანის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამსაქმებელი - 500 ლარით, ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდება.