„აშშ ღიაა წესიერი სავაჭრო შეთანხმებებისთვის“ - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ჰარი კონმა, კანადის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც ითვალისწინებს ახალ წესებს „ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის“ ფარგლებში.
მისი განცხადებით, პრეზიდენტმა აზიაში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ აშშ ღიაა წესიერი და სამართლიანი ურთიერთობებისთვის. „თუ თქვენ გაანულებთ ტარიფებს, ჩვენც გავანულებთ ტარიფებს, თუ თქვენ ჩვენ გამოგვცდით სიმტკიცეში, ჩვენც იგივეს გაგიკეთებთ. ეს არის ჩვენი პოლიტკის საფუძველი“-განაცხადა კონმა.
როგორც ცნობილია, დავოსში მიმდინარე ფორუმის ფარგლებში, კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ 11-მა ქვეყანამ ტოკიოში მიაღწია შეთანხმებას, მოახდინონ „ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის“ ორგანიზაციაში ცვლილებების შეტანაზე და იმედოვნებენ მის ამოქმედებას უკვე მარტში.
„ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის“ შექმნის იდეა აშშ-ის წინა ადმინისტრაციას ეკუთვნის და მისი მთავარი დანიშნულება იყო რეგიონში ჩინეთის გაძლიერების შეკავება. თუმცა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ამერიკის დატოვების თაობაზე და განაცხადა, რომ ჩინეთი მაინც „უკანა კარიდან შემოპარვის“ პრინციპით ისარგებლებდა.
ორგანიზაციის ფარგლებში იგეგმებოდა თავისუაფალი სავაჭრო ზონის შექმნა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებზე მსოფლიო ეკონომიკის 40% და მსოფლიო ვაჭრობის მესამედი მოდის. ამ ორგანიზაციის წევრი არ გახლავთ ჩინეთი და ექსპერტების მოსაზრებით, ის სწორედ პეკინის საწინააღმდეგოდ შეიქმნა.
კოკა კვირკველია