იპოდრომის ტერიტორიის კერძო მესაკუთრისთვის სხვა ტერიტორიის გადაცემის, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება
, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობის საკითხზე ოპოზიციის შენიშვნების საპასუხოდ განუცხდა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, ასევე წინასწარ არის შეთანხმება, რომ კერძო მესაკუთრის მიერ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადაეცემა.
მაია ბითაძემ ასევე განმარტა, თუ რატომ არ დაუშვეს საკრებულოს ოპოზიციის წევრები მთავრობის სხდომაზე. როგორც ბითაძემ აღნიშნა, დეპუტატებს სხდომაზე დაშვების უფლება მას შემდეგ მისცეს, რაც კახა კალაძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა.
"მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა გააკეთა განცხადება მედიისთვის და იცით, რომ პირველი რამდენიმე წუთი მედიისთვისაა განკუთვნილი. ამის შემდეგ დაიწყო მთავრობის სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ მოისმინეს მთავრობის სხდომაზე განხილული საკითხები. მათი კითხვა დაკავშირებული იყო ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ ესტაკადაზე და არის თუ არა ადგილმონაცვლეობის საკითხი. ბუნებრივია, როცა კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, ადგილმონაცვლეობის საკითხი განიხილება. თუმცა, წინასწარ გვაქვს შეთანხმება, რომ იპოდრომის ტერიტორია, სადაც ახლა გზა არის, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან. ეს არის საჯარო ტერიტორია თავისი შინაარსით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მოიცავს ბევრ საკუთხს, საუბარი გვაქვს იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ პოპულარული, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა ნაკლები მანქანა გამოიყენონ. დღეს თბილისში 600 ათასი მანქანა დადის, ეს არ არის ნორმალური მაჩვენებელი მოსახლეობის იმ რაოდენობისთვის, რაც თბილისშია. ბოლო 5 წლის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 30-40 %-ით არის მომატებული. ჩვენ, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის რამდენიმე სქემას ვთავაზობთ საზოგადოებას. მათ შორისაა, ესტაკადები ისეთ კვანძებზე, სადაც სხვა გამოსავალი არ არის, იქნება შეთავაზებული. ასევე მოთხოვნა იყო იქ არსებულ ხეებთან დაკავშირებით და განვაცხადეთ, რომ ამ პროექტის ფარგლებში მაქსიმალურად მოხდება ხეების გადარგვა. ასევე ვიწყებთ განსხვავებულ პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტს არასოდეს განუხორციელებია. თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის დროს, რომლის ფარგლებშიც თუ ხეები მოსაჭრელია, ჩვენ შევეცდებით ხეები გადავრგოთ მაქსიმალურად. პარალელურად, სხვა პროექტებს განვახორციელებთ იქვე, მწვანე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. როდესაც ესტაკადები ჩაბარდება, იქვე გვექნება მწვანე ინფრასტრუქტურა, რომელიხც ადეკვატური იქნება ამ ტერიტორიისთვის,- განაცხდა ბითაძემ.