ნოდარ ხადური - „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრების გამო ერთი წლის განმავლობაში ოთხი ტენდერი ჩაიშალა

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ოთხი ტენდერი ჩატარდა რეანიმობილების შემოსაყვანად, ოთხივე ტენდერი ჩაიშალა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრების გამო, მეხუთე ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო , - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ არის ტარიელ ხეჩიკაშვილის მფლობელობაში და რომ გამარჯვებულმა კომპანიამ სატენდერო ფასზე 16%-ით უფრო იაფად მოახერხა ავტომობილების საქართველოში შემოყვანა.

„ სასწრაფო სამედიცინო მანქანებთან დაკავშირებით 2016 წლის შემოდგომაზე შემოვიდა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი, რომელზეც 2016 წლის 23 დეკემბერსვე უარი ეთქვა განხილვაზე. მათ მიიღეს ეს უარი და არ გაასაჩივრეს, შესაბამისად, ის შევიდა კანონიერ ძალაში. აქ საუბარი ყო იმაზე, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებზე დაწესებული იყო ე.წ crash test. ეს საკითხი არის ტექნიკური და სცილდება კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციას, მაგრამ crash test-ის დაწესებით არ შეზღუდულა ბაზარზე მონაწილე კომპანიის რაოდენობა.

ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ოთხი ტენდერი ჩატარდა, რეანიმობილების შემოსაყვანად. ოთხივე ტენდერი ჩაიშალა „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივრების გამო. საჩივრები შეეხებოდა რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის ბაზარზე არსებულ მორგებულ პირობებს და ა.შ. ამის შემდეგ, სატენდერო კომისიამ ეს ე.წ crash test მოხსნა სატენდერო პირობებიდან. როდესაც გამოცხადდა მეხუთე ტენდერი, საერთოდ არავინ მიიღო მონაწილეობა. მეექვსე ტენდერში გამოცხადდა რამდენიმე კომპანია და ერთ-ერთმა მათგანმა ავტომობილები შემოიყვანა 16%-ით უფრო იაფად, ვიდრე სატენდერო ფასი ყო. ეს კომპანია არ ყოფილა ბატონ ხეჩიკაშვილის. ანუ გაიმართა კონკურენტული ბრძოლა და ბაზრის კვლევით დადგენილ ფასზე 16%-ით უფრო იაფად შემოიყვანა მანქანები“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.